დილა 2:1 ბათუმის დინამო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ, ბათუმის დინამომ პირველი ქულები დაკარგა. მოქმედი ჩემპიონებისთვის დღეს გამართული მატჩი, ბოლო წლების მსგავსად რთული გამოდგა. ბათუმის დინამოს გორში ბოლოს 2017 წელს აქვს მოგებული.
დღეს გამართული დაპირისპირება სტუმრებმა კარგად დაიწყეს. ბათუმელები პირველ ტაიმში გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლამდე საქმე არ მისულა.
მატჩის მეორე ნახევარი კი უხვგოლიანი გამოდგა. 53-ე წუთზე გია გეგუჩაძის გუნდი თორნიკე გაფრინდაშვილმა დააწინაურა. გაშვებულ გოლს გორელთა გააქტიურება მოჰყვა, რაც 67-ე წუთზე ჰონორე გომისის მიერ გატანილ გოლში გამოიხატა და მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს.
შეხვედრის 83-ე წუთზე კი ცვლილებაზე შემოსულმა თამაზ მაქაცარიამ აიღო ლაზარე კუპატაძის კარი.
მატჩის დარჩენილ დროში ბათუმელთა მცდელობას ანგარიში შეეცვალათ, შედეგი არ მოჰყოლია.
ამჯერად გორთან დაპირისპირებაში ბათუმის დინამომ სამი ქულა დაკარგა, ხოლო დილამ კი სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.
საბურთალო 2:0 ტორპედო
საბურთალომ მორიგი სამი ქულა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში მოიპოვა. ლევან კორღალიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედო ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. საბურთალო იმერლებთან შეხვედრაში იური ტაბატაძემ 37-ე წუთზე დააწინაურა, რასაც რამდენიმე წუთში ირაკლი სიხარულიძის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა.
საბურთალოს ამ მოგებით 6 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციას იკავებს, ტორპედო კი სამი ქულით მე-8 ადგილზეა.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
დინამო ბთ
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
თელავი
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი