კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

ორი ტურის შემდეგ ბათუმის დინამო და თელავი უდანაკარგოა

ბათუმის დინამო 3:0 დინამო თბილისი

ბათუმის დინამომ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით. მოქმედმა ჩემპიონებმა მომდინარე სეზონის მეორე დაპირისპირება დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო და

ტერიტორიულ უპირატესობას. შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა. აღსანიშნავია რომ პირველი გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწიათ. ტრავმის გამო კახაბერ ცხადაძემ გუნდის გოლკიპერი დავით კერესელიძე შეცვალა.

ბრაზილიელმა ლეგიონერმა კიდევ ერთი გოლი 24-ე წუთზე შეაგდო და სეზონში პირველი დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში ბათუმელებმა 64- ე წუთზე დააფიქსირეს. მესამე ბურთი ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა.

ამრიგად ბათუმის დინამომ ორი მატჩის ჯამში 6 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილს ლიდერობს.

123
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრნთელი - ვილი სანიოლი, თანაშემწე - ზურაბ ხიზანიშვილი და სფფ-ის გენერალური მდივანი - დავით მუჯირი დინამოების მატჩზე ბათუმში.

ტორპედო1:0 დილა

სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის ტორპედომ. ქუთაისელებმა გორის დილა ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი ბურთი ირაკლი ბუღრიძემ ლევან მჭდლიძის პასით გაიტანა. 

გაგრა 1:0 საბურთალო

მინიმალური ანგარიშით მოიგო მეორე ტურის შეხვედრა გაგრამ. გათამაშების დებიუტანტებმა საბურთალო პირველი ტაიმის მიწურულს ლუკა ნოზაძის მიერ გატანილი გოლით დაამარცხეს.

სიონი 0:2 თელავი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი თამაში წააგო ბოლნისის სიონმა . ბათუმის დინამოსთან წაგების შემდეგ გიორგი დარასელიას გუნდმა დღეს თელავთან გამართული საშინაო შეხვედრა  0:2 დათმო. სტუმრებმა ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზევე გიორგი კვერნაძის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. ორამდე უპირატესობა კი ლაშა ქოჩლაძემ გაზარდა. თელავი ბათუმის დინამოსთან ერთად ორი ტურის შემდეგ 6 ქულით გათამაშების ცხრილს ლიდერობს.

სამგურალი 3:1 ლოკომოტივი

პირველი სამი ქულა მოიპოვა წყალტუბოს სამგურალმა, რომელმაც მეორე ტურის შეხვედრაში ლოკომოტივი  3:1 დაამარცხა. დაპირისპირების პირველი ნახევარი სტუმრებმა გამარჯვებით დაასრულეს. 38- ე წუთზე ლოკომოტივი შოთა შეყილაძემ დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში სამგურალმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოიპოვა. ლოკომოტივის წინააღმდეგ დუბლი ირაკლი რუხაძემ გაიფორმა, ერთი გოლი კი დემურ ჩიხლაძემ გაიტანა.  

3
ვილი სანიოლი სამგურალის და ლოკომოტივის მატჩსაც დაესწრო.