კალენდარი

შაბათი, 31 ოქტომბერი

კვირა, 1 ნოემბერი

ორშაბათი, 2 ნოემბერი

შაბათი, 7 ნოემბერი

კვირა, 8 ნოემბერი

ორშაბათი, 9 ნოემბერი

ახალი ამბები

2022 წლის სეზონი სუპერთასის მატჩით განახლდება

2022 წლის საფეხბურთო სეზონი, 20 თებერვალს სუპერთასის მატჩით დაიწყება - საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის დინამო საქართველოს თასის მფლობელ თბილისის - საბურთალოს დაუპირისპირდება. სუპერთასის ლოკაცია და მატჩის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება, სტარტს 25 თებერვალს აიღებს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 კი, 1 მარტი დაიწყება.

2022 წლის ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის პირველი ტური 4 აპრილს შედგება და ორივე ლიგაში 16-16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთს 2 წრედ დაუპირისპირდებიან.