კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურის დასრულებამდე, ბათუმის დინამომ ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაინაღდა. გია გეგუჩაძის გუნდს 35-ე ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია, მაგრამ მას შემდეგ რაც დღეს მთავარმა კონკურენტმა - დინამო თბილისმა სამტრედიასთან ქულები დაკარგა, მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. დედაქალაქელებმა აუტსაიდერ მეტოქესთან უგოლო ფრე დააფიქსირეს.
ბათუმის დინამოს ჩემპიონობის მოპოვების შანსი წინა 2 სეზონშიც ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება შავიზღვისპირელებმა ვერ შეძლეს. წლეულს ეს ამოცანა გუნდმა სისრულეში მოიყვანა და არსებობის ისტორიაში პირველად ამ ტიტულს დაეუფლა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრას ბათუმის დინამო ხვალ წყალტუბოში სამგურალთან ჩემპიონის რანგში გამართავს. ბოლო ტურში კი გია გეგუჩაძის გუნდი საკუთარ მოედანზე გორის დილას დაუპირისპირდება და მიღწეულ წარმატებას ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-ოფების განრიგი
08.12.2021 - პირველი მატჩები
12.12.2021 - საპასუხო მატჩები
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფების განრიგი
07.12.2021 - პირველი მატჩები
11.12.2021 - საპასუხო მატჩები
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი