- სამგურალი 0:0 შუქურა
 
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში წყალტუბოს სამგურალმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი შუქურა მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მთელი მატჩის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტი პრაქტიკულად არცერთ გუნდს არ ჰქონია.
ამ დროისთვის მასპინძლებს 37 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე არიან. შუქურა კი 27 ქულით მე-9 ადგილზე რჩება.
- ლოკომოტივი 4:2 სამტრედია
 
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ლოკომოტივსა და სამტრედიას შორის. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 23-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა სტრაჰინია პავიშიჩის მიერ გატანილი გოლით მალევე აღადგინეს წონასწორობა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში სამტრედიელთათვის სასურველი სცენარით დაიწყო. გიორგი გადრანმა სტუმრები წინ გაიყვანა, თუმცა ლოკომოტივმა მატჩის შემოტრიალება მაინც მოახერხა. მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და საბოლოოდ 4:2 მოიგო.
ბექა ქურდაძის კარი ჯერ ირაკლი სიხარულეძემ აიღო და დუბლი მიითვალა, ხოლო კიდევ ორი ბურთი გიორგი დიასამიძემ შეაგდო.
32 ტურის შემდეგ ლოკომოტივის აქტივში 50 ქულაა და დედაქალაქელები მე-6 პოზიციას იკავებენ. სამტრედია კი 20 ქულით კვლავინდებურად ბოლო ადგილზე რჩება.
- ბათუმის დინამო 4:0 საბურთალო
 
გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა ბათუმის დინამომ საბურთალო. ჩემპიონობის უმთავრესმა კანდიდატებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში ისევ დამაჯერებლად ლიდერობენ. ანგარიში ბათუმელებმა მე-13 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით გახსნეს.
მასპინძელთა დომინაცია მოედანზე მიანიშნებდა რომ ეს გოლი ამ შეხვედრაში უკანასკნელი არ იქნებოდა - პირველი ტაიმის მიწურულს უპირატესობა ორამდე მამუკა კობახიძემ გაზარდა. მანვე გაიტანა მეასამე ბურთიც და ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბათუმის დინამოს 67 ქულა აქვს, გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, უშუალო კონკურენტ დინამო თბილისს 4 ქულით აღემატება. 50-50 ქულით კი მეოთხე-მეხუთე ადგილებს საბურთალო და ლოკომოტივი იყოფენ.
                                    დილა
                                
                                    იბერია 1999
                                
                                    დინამო თბ
                                
                                    ტორპედო
                                
                                    სამგურალი
                                
                                    დინამო ბთ
                                
                                    გაგრა
                                
                                    გარეჯი
                                
                                    თელავი
                                
                                    კოლხეთი 1913
                                
                                    რუსთავი
                                
                                    სპაერი
                                
                                    მერანი მრ
                                
                                    მეშახტე
                                
                                    ლოკომოტივი
                                
                                    სამტრედია
                                
                                    იბერია 1999-2
                                
                                    სიონი
                                
                                    გონიო
                                
                                    დინამო-2 თბ