- სამგურალი 0:1 თელავი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის პირველი შეხვედრა, წყალტუბოში სამგურალსა და თელავს შორის გაიმართა. მასპინძლებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა ვერ მოიგეს. დღევანდელი მატჩში კი მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 45-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ გაიტანა.
- სამტრედია 1:1 შუქურა
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა სამტრედიამ. ეროვნული ლიგიდან გავარდნის კანდიდატებმა შუქურასთან გამართული შეხვედრა ფრედ 1-1 დაასრულეს. 23 -ე წუთზე მასპინძლები პრელჩესის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა მხოლოდ ათი წუთი შეინარჩუნეს. ანგარიში ზურაბ მუსელიანმა გაათანაბრა და ამის შემდეგ თამაშში არაფერი შეცვლილა.
- დინამო თბილისი 1:1 ბათუმის დინამო
ფრედ დასრულდა მიმდინარე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში. დაპირისპირებაში ანგარიში ოსეი ბარნსის გოლით სტუმრებმა გახსნეს, რომელსაც პირველივე ტაიმში ჯამბულ ჯიღაურმა უპასუხა - 1:1. დღეს დაფიქსიფებული ანგარიშით, ბათუმელებმა სატურნირო ცხრილში კონკურენტ დინამოსთან 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.
- ტორპედო1:1 საბურთალო
ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი ტორპედო დღეს საკუთარ მოედანზე საბურთალოს დაუპირისპირდა. ზემოხსენებული ორი მატჩის მსგავსად ეს შეხვედრაც ფრედ, 1-1 დასრულდა.
მასპინძელთა მხრიდან გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა,ხოლო საბურთალოს მხრიდან გატანილი გოლის ავტორი დაჩი ცნობილაძე გახდა. 30 ტურის შემდეგ ტორპედო 27 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო საბურთალო კი 50 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
- ლოკომოტივი 0:4 დილა
გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა ლოკომოტივი გორის დილასთან დაპირისპირებაში. სტუმრემა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. დილა ლოკომოტივს პირველ თხუთმეტ წუთში უკვე ორბურთიანი უპირატესობით უგებდა.
გორელები, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას. გატანილი გოლებით, თავი თორნიკე კაპანაძემ, ირაკლი ბიძინაშვილმა, პაატა ღუდუშაურმა და ალეფმა გამოიჩინეს.
ფოტო: დინამო ბათუმი