- სამგურალი 4:0 სამტრედია
 
24-ე ტურის პირველი შეხვედრა, წყალტუბოს სამგურალსა და სამტრედიას შორის, მასპინძლებმა დიდი ანგარიშით, 4:0 მოიგეს. ალექსანდრე ვერულიძისა და პაპუნა ფონიავას გოლებს სერგი კუხიანიძემ დუბლიც (ერთი გოლი პენალტით) დაამატა.
ამ დროისთვის სამგურალი 33 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, 13-ქულიანი სამტრედია კი ისევ ბოლო ადგილს იკავებს.
- დინამო ბათუმი 7:3 ლოკომოტივი
 
ასევე დიდი ანგარიში, ოღონდ ფეხბურთისთვის უჩვეულო, დაფიქსირდა ბათუმში, სადაც ერთ მატჩში ათი გოლი გავიდა. მასპინძელთა ასეთი უპირატესობა ცოტათი მოულოდნელიც კი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სადებიუტო სწრაფი გოლის შემდეგ სტუმრებმა ანგარიშიც კი წაიყვანეს ბექა დარცმელიას და თორნიკე კირკიტაძის გატანილის წყალობით.
მატჩში გარდატეხა შეცვლაზე შესულმა გიორგი ნავალოვსკიმ და გიორგი ფანცულაიამ (ორი გოლით) შეიტანეს, დუბლით გამოირჩა ჯამბულ ჯიღაურიც.
ლოკომოტივი, რომელმაც ეროვნული ლიგის ისტორიაში 7 გოლი პირველად გაუშვა, ცხრილში მე-5 პოზიციაზეა 36 ქულით. დინამო ბათუმმა კი ისარგებლა თბილისის დინამოს წარუმატებლობითაც და ლიდერობა უფრო გაიმყარა, მის აქტივში 50 ქულაა.
- საბურთალო 2:1 თელავი
 - ტორპედო 2:1 შუქურა
 - დინამო თბილისი 0:0 დილა
 
თბილისის დინამოელებმა ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვეს გორის დილასთან საშინაო მატჩში. შეხვედრა ორივე კართან საგოლე მომენტების სიუხვით კი აღინიშნა, თუმცა გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, რითაც უფრო კონკურენტები ახეირეს.
ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვეს შინ საბურთალომ თელავთან და ტორპედომ შუქურასთან - 2:1. დედაქალაქელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გერმანელმა ახალწვეულმა სიმონ ზეფერინგსმა თავური დარტყმით კომპენსირებულ დროში გაიტანა.
თბილისური მატჩის შედეგი ხელსაყრელი გამოდგა ქუთაისის ტორპედოსთვისაც, რომელმაც შუქურასთან გამარჯვებით გასავარდნ ზონას კარგა ხნის შემდეგ პირველად დააღწია თავი. გოლები მაროკოელმა მეჰდი ბუკასმა და თბილისის დინამოდან დამატებულმა - თორნიკე ახვლედიანმა გაიტანეს, რომელმაც ახალ გუნდში საკუთარი ანგარიში გახსნა.
ტორპედო და თელავი 25-25 ქულით მეშვიდე და მერვე პოზიციას იკავებენ, მეცხრეზე კი 21-ქულიანი შუქურაა.
ფოტო: ბათუმის დინამო
                                    დილა
                                
                                    იბერია 1999
                                
                                    დინამო თბ
                                
                                    ტორპედო
                                
                                    სამგურალი
                                
                                    დინამო ბთ
                                
                                    გაგრა
                                
                                    გარეჯი
                                
                                    თელავი
                                
                                    კოლხეთი 1913
                                
                                    რუსთავი
                                
                                    სპაერი
                                
                                    მერანი მრ
                                
                                    მეშახტე
                                
                                    ლოკომოტივი
                                
                                    სამტრედია
                                
                                    იბერია 1999-2
                                
                                    სიონი
                                
                                    გონიო
                                
                                    დინამო-2 თბ