კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა

  • შუქურა 0:0 სამგურალი

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა.

23-ე ტურის პირველი შეხვედრა ქობულეთის შუქურასა და წყალტუბოს სამგურალს შორის გაიმართა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გუნდებმა ქულები გაიყვეს. 

ამ დროისთვის შუქურას 21 ქულა აქვს და მე9 პოზიციაზე იმყოფება, წყალტუბო კი 30 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

  • თელავი1:0 დინამო თბილისი

მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა დაპირისპირება თელავში. გიორგი მიქაძის გუნდმა კავკასიონი არენაზე მოქმედ ჩემპიონებს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიოოვა. მასპინძლებმა დინამოს ერთი უპასუხო გოლი გაუტანეს. სამი ქულის მომტანი ბურთი ლაშა შერგელაშვილმა შეხვედრის 49- წუთზე გაიტანა. მატჩი მიწურულს დინამო თელავის კარის მიმართულებით დიდი ძალებით უტევდა მაგრამ გატანილ გოლამდე საქმე არ მივიდა.

თელავმა წაუგებელი მატჩების სერია 7- მდე გაზარდა. 23 ტურის შემდეგ თელაველთა აქტივში 25 ქულა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაა. 44 ქულა რჩება დინამო თბილისს, რომელიც გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა. 

  • დილა1:2 ტორპედო

სამი ქულა დაკარგა გორის დილამაც, რომელმაც საკუთარ მოედანზე ტორპედოსთან წააგო.

იმერულმა კლუბმა მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ბაქარ მირცხულავამ 22-ე წუთზე გახსნა. ორამდე ქუთაისელთა უპირატესობა კი 52 წუთზე ირაკლი ძარიამ გაზარდა. ერთადერთი გოლი გორელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტით გაიტანეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ირაკლი ბუღრიძემ შეასრულა.

23 ტურის შემდეგ გორის დილას აქტივში 38 ქულაა და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო კი 22 ქულით მე- 8 პოზიციას იკავებს.

  • საბურთალო 1:1 ბათუმის დინამო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალოსა და  ბათუმის დინამოს შორის გაიმართა. იმის მიუხედავად, რომ სტუმრებისთვის თამაში ყველაზე სასურველი სცენარით დაიწყო საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე ვერ მიიყვანეს. 

დაპირისპირების მეორე წუთზე ბათუმელებმა ანგარიში ჯოვინო ფლამარიონის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. ამის შემდეგაც თვალსაჩინო იყო  გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა, თუმცა ბრაზილიელის მიერ გატანილი გოლი დინამოსთვის ერთადერთი გამოდგა. შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე შექმნილი მომენტი საბურთალომ კარგად გამოიყენა და იშვიათი კონტრშეტევებიდან ერთ-ერთი გოლად აქცია. წონასწორობა იური ტაბატაძემ აღადგინა. 

საბოლოოდ გუნდების დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. 

ბათუმის დინამომ მოპოვებული ქულის შემდეგ დინამო თბილისთან სხვაობა სამ ქულამდე გაზარდა და 23 ტურის შემდეგ 47 ქულით პირველ პოზიციაზეა. საბურთალო კი 36 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. 

ფოტო: ბათუმის დინამო