უწყებათაშორისმა სააკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაშვებია მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 23-ე ტურიდან 12 სექტემბერს განახლდება. 23-ე ტურის ერთი შეხვედრა სამტრედია - ლოკომოტივი, ჩემპიონატის შეჩერებამდე 13 აგვისტოს გაიმართა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 კი, 10 სექტემბერს 23 ტურით განახლდება. 14 სექტემბერს დაგეგმილია ლიგა 3-ის ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩები.
შეგახსნებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
სამტრედია
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი