კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

ცვლილება ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილება განხორციელდა. 2021 წლის 4 სექტემბრიდან, სფფ-ის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით. ან იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე სფფ-ის შესაბამის განყოფილებას წარუდგენენ შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან კი, აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ზემო აღნიშნული წესებით.

დებულებაში შესული ცვლილების შესახებ კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა:

?დავით მუჯირი: „როგორც იცით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ეროვნული ჩემპიონატი ხვალიდან 4 სექტემბრამდე შეჩერდება. ამ პერიოდში  დაგეგმილია საერთაშორისო მატჩები, 2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება, ხოლო ფუტსალის ეროვნული ნაკრები 3 და 4 სექტემბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ შეხვედრებს შეზღუდვები არ შეეხება.

რაც შეეხება სფფ-ის ეგიდით გასამართ ჩემპიონატებს, საშეჯიბრო დებულებაში შემუშავდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩემპიონატი 4 სექტემბრიდან. ყველა ლიგაში სავალდებულო გახდა შეჯიბრებამდე 48 საათით ადრე გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენა ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, 24 სექტემბერიდან კი ორჯერადი ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული ცვლილება დამტკიცებულია სფფ-ის აღმასკომის მიერ და უკვე ეცნობათ ლიგებში მონაწილე კლუბებს.“