კალენდარი

პარასკევი, 24 სექტემბერი

შაბათი, 25 სექტემბერი

ოთხშაბათი, 29 სექტემბერი

ახალი ამბები

ორივე დინამომ მოიგო, სატურნირო ცხრილში სტატუს-კვო შენარჩუნებულია

  •  დინამო თბილისი 2:1 საბურთალო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დღეს 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის დინამომ დედაქალაქურ დერბიში საბურთალოს 2:1 სძლია. მოქმედი ჩემპიონები მატჩის მე-14 წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს ავტოგოლით დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს კი საბურთელომ დაჩი ცნობილაძის გოლით წონასწორობა აღადგინა. 

მეორე ტაიმში დინამოელთა აქტიურობას საბურთალოს კარში კიდევ ერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა. მასპინძლები წინ ოსეი ბარნსმა გაიყვანა. 

კახაბერ ცხადაძის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ამ დროისთვის დინამო თბილისს 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში  მე-2 პოზიციაზე იმყოფება. საბურთალო კი 35 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. 

  • დინამო ბათუმი 3:1 სამტრედია

გათამაშების ცხრილის ლიდერი ბათუმის დინამო განახლებული სეზონის პირველ შეხვედრაში სამტრედიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში აქაც ავტოგოლით გაიხსნა. ბათუმელები ანდრო გიორგაძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. მალევე ტურის მეოთხე ავტოგოლი მიითვალა გაგი მარგველაშვილმა, როთაც სამტრედიელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

ინტრიგა შეხვედრაში მეორე ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა. გია გეგუჩაძის გუნდმა წინ გასვლა მატჩის 81-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ გატანილი გოლით მოახერხა.

საბოლოო წერტილი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ნიქაბაძემ დასვა. მასპინძლებმა მორიგი სამი ქულა აიღეს, ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს და ევროპის კონფერენციის ლიგის განმეორებითი შეხვედრის წინ, რომელიც დინამოს სივასსპორის წინააღმდეგ ელის, კარგი განწყობა შეიქმნეს. 

22 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 46 ქულა აქვს და პირველ ადილზეა. სამტრედია კი 10 ქულით კვლავ ბოლო პოზიციაზე რჩება.

ტორპედო 0:1 თელავი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ტორპედოსა და თელავს შორის შედგა. მაგარჯვებული ბედი ამ თამაშში ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. თელაველებმა ჩემპიონატში წაუგებელი სერია 6 მატჩამდე გაზარდეს, დღეს კი ქუთაისიდან სამი ქულა წაიღეს. შოთა შეყილაძემ გამარჯვების მომტანი გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. 

22 ტურის შემდეგ თელავს 22 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, ტორპედო კი 19 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. 

ფოტო: დინამო თბილისი