კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ერთთვიანი შესვენების შემდეგ წყალტუბოში გამართული მატჩით განახლდა, რომელშიც ერთმანეთს სამგურალი და გორის დილა დაუპირისპირდნენ. მასპინძლები სტუმრებს სერიოზული საკადრო პრობლემებით დაუხვდნენ. 

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-15 წუთზე კამარას მიერ გატანილი გოლით გახსნეს. წონასწორობა სამგურალმა მალევე პენალტით აღადგინა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა პაპუნა ფონიავას აქტიურობას მოჰყვა და თავადვე ზუსტად შეასრულა.

მატჩის მეორე ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა. გორელები შეხვედრის მე-60 წუთზე წინ ნიკა გაგნიძემ გაიყვანა. ტრავმამოშუშებულმა გაგნიძემ 22-ე ტურში კიდევ ერთი გოლი დაპირისპირების ბოლო წუთზე მიითვალა, დუბლი შეასრულა და გუნდს სამი ქულა გაუნაღდა.

საბოლოოდ გორის დილამ მეტოქე 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

გორის დილას მსგავსად, 3 ქულით განაახლა სეზონი თბილისის ლოკომოტივმაც, რომელმაც საგურამოში ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 29-ე წუთზე სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. მასპინძლების მიერ ჩამოწოდებული კუთხური, კახაბერ კაკაშვილს მოხვდა და შუქურას კარში ავტო გოლი გავიდა.

შეხვედრის 43-ე წუთზე, ირაკლი კვირიკაშვილმა ბექა ვარშანიძეს, თეიმურაზ შონიას წაქცევისათვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და ლოკომ 3 ქულა მოიპოვა.