ბათუმის დინამო უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალფიკაციო ეტაპის შეხვედრაში სივასსპორს დაუპირისპრიდა. ბათუმის სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 1:2 დასრულდა.
ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაიხსნა, 54-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით მეტოქის კარი ვლადიმერ მამუჩაშვილმა აიღო. მატჩი ბათუმელთა შეტევებით გაგრძელდა, მეტოქე კი ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. სივასსპორმა ანგარიშის გათანაბრება 75-ე წუთზე შეძლო, თავური დარტყმით ლეკე ჯეიმსმა გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში დაფიქსირდა, ლაზარე კუპატაძემ ახლო მანძილიდან კაიოდეს თავური დარტყმა მოიგერია, თუმცა სტუმართა ნიგერიელმა თავდამსხმელმა დამატებაზე ყველას აჯობა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
დინამო ბათუმი 1:1 სივასსპორი
ბათუმი, ბათუმი არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (90+1' ნიქაბაძე), მამუჩაშვილი (80' შინდაგორიძე), მანჯგალაძე (46' ფანცულაია), ჯიღაური (90+2' ნავალოვსკი), ფლამარიონი (79' გაფრინდაშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: ალავიძე, მარგველაშვილი, თევდორაძე, ნავალოვსკი, გაგოშიძე
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სივასსპორი: ვურალი, ალთინაი (76' ერდალი), ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფთჩი, აზუბუიკე, ფაჟრი (90+7' იღითერი), არსლანი, ილმაზი (76' ფელიქსი), კაიოდე, იატაბარე (58' ჯეიმსი)
სათადარიგო შემადგენლობა: ილდირიმი, სათილმიში, შაჰინი, კესინი
მთავარი მწვრთნელი: რიზა ჩალიმბაი
მსაჯები: ირფან პელიტო (ბოსნია და ჰერცეგოვინა), სენად იბრისიმბეგოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), დავორ ბელიო (ბოსნია და ჰერცეგოვინა), მილოშ გიგოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
გაფრთხილება: 17' აზუბუიკე (სივასსპორი), 52' ალთინაი (სივასსპორი), 69' არსლანი (სივასსპორი), 69' ვურალი (სივასსპორი), 88' გაფრინდაშვილი (დინამო ბათუმი), 90+8' ჩიფთჩი (სივასსპორი)
გაძევება: თორნიკე გაფრინდაშვილი (90+8')
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54'), 1:1 ჯეიმსი (75'), 1:2 კაიოდე (90+5')
უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ბათუმის დინამოსა და სივასსპორის განმეორებითი დაპირისპირება 12 აგვისტოს გაიმართება. მატჩს თურქეთის ქალაქი სივასი უმასპინძლებს და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
© ფოტო - დინამო ბათუმი
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ