კალენდარი

კვირა, 8 დეკემბერი

ახალი ამბები

ბათუმის დინამომ ბატე გასვლაზე დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

  • ბატე 1:4 დინამო ბათუმი

ბათუმელებმა კონფერენს ლიგაზე, ბატესთან პირველი მატჩი სახლში - 0:2 დათმეს, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდმა დღეს რეაბილიტირება შეძლო და მეტოქე გასვლაზე - 1:4 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, დინამოს საჯარიმოში შექმნილი არეულობით ევეგენი იაბალონსკიმ ისარგებლა და ბატე დააწინაურა.

მეორე ტაიმში, იმავე იაბალონსკის საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშს, თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად გამოიყენა. აქედან 10 წუთში, ჯოვინო ფლამარიონმა მეორედ აიღო ბატეს კარი და ბათუმელები დააწინაურა.

74-ე წუთზე, ირაკლი აზაროვის შორეულ დარტყმას გოლი მოჰყვა - 1:3. მატჩის მიწურულს კი მეკარესთან პირისპირ გიორგი ფანცულაია დარჩა, რომელმაც მომენტი ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:4. გია გეგუჩაძის გუნდი, შემდეგ ეტაპზე თურქულ სივასპორს დაუპირისპირდება.

  • მაქაბი ჰაიფა 5:1 დინამო თბილისი

კახაბერ ცხადაძის გუნდმა, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა ჰაიფაში გამართა და მასპინძელ მაქაბისთან დიდი ანგარიშით - 5:1 დამარცხდა. პირველი მატჩი, თბილისელებს დინამო არენაზე - 1:2 ჰქონდათ წაგებული.

"ძნელია ახლა ანალიზის გაკეთება, მაგრამ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენი გუნდი არ არის მზად ასეთ დონეზე სათამაშოდ. მესამე გოლის შემდეგ ფაქტიურად გავჩერდით." - განაცხადა მატჩის შემდეგ კახაბერ ცხადაძემ.