კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებმა 2021-22 წლების სეზონის ევროტურნირებზე პირველი მატჩები გამართეს.
ტრე პენე 0:4 დინამო ბათუმი
გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის დინამო უეფას კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში სტუმრად სან მარინოს ტრე პენეს დაუპირისპირდა. შეხვედრა ბათუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-8 წუთზე საკუთარი გუნდი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა. ამ მომენტიდან ზუსტად ორ წუთში დინამომ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, შედეგიანი დარტყმა ვლადიმერ მამუჩაშვილის ანგარიშიზეა. პირველი ტაიმის დასრულებამდე გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუტანა, მე-18 წუთზე გატანილი გოლი ჯაბა ჯიღაური ანგარიშზეა. საბოლოო შედეგი 58-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ზარიამ ტრე პენეს ტექნიკური დარტყმით გაუტანა. დარჩენილ დროში ბათუმელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მიუხედავად ამისა, ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმის დინამოსა და ტრე პენეს შორის გასამართი განმეორებითი მატჩი 15 ივლისს 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე შედგება.
სუტიესკა 1:0 გაგრა
მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის გამარჯვებული გაგრა. უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გაგა კირკიტაძის გუნდი სტუმრად მონტენეგრულ სუტიესკას შეხვდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე მარკო ვუკოვიჩის ანგარიშზეა. მთელი მატჩის განმავლობაში გაგრელებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 15 ივლისს 20:00 საათზე, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ჟილინა 5:1 დილა
უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საკუთარი მატჩი გამართა გორის დილამაც. გორელები სტუმრად სლოვაკურ ჟილინას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით - 5:1 დამარცხნდნენ. დილას მხრიდან პრესიტიჟის გოლის ავტორი 84-ე წუთზე ანდრო ნემსაძე გახდა. დილასა და ჟილინას საპასუხო შეხვედრა 15 ივლისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
დინამო თბილისი 1:2 ნეფჩი
რაც შეეხება 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონს თბილისის დინამოს. თბილისელებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბაქო ნეფჩის უმასპინძლეს. დინამო არენაზე გამართული მატჩი დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა კახა ცხადაძის გუნდმა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და მინიმალური სხვაობით - 1:2 დამარცხდა. ანგარიში 23-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, ნამიკ ალასკაროვმა დინამოს მეკარის შეცდომით ისარგებლა და ტექნიკური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ დინამოელებმა აქტიურად შეუტიეს და 36-ე წუთზე ძლიერი შორეული დარტყმით ზორან მარუშიჩმა ანგარიში გაათანბრა. პირველი ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. საბოლოო შედეგი 57-ე წუთზე დაფიქსირდა, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ნეფჩის კაპიტანმა ემინ მახმუდოვმა შეასრულა. დარჩენილ დროში დინამოს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა სტუმრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს. გუნდებს შორის გასამართ განმეორებით შეხვედრას 14 ივლისს ბაქო უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
უეფას ჩემპიონთა ლიგა | პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ნეფჩი - დინამო თბილისი
14 ივლისი | 21:00 საათი
ბაქო, ბაქსელ არენა
უეფას კონფერენციის ლიგა | პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო ბათუმი - ტრე პენე
15 ივლისი, 20:00
ბათუმი, ბათუმი არენა
გაგრა - სუტიესკა
15 ივლისი | 20:00
თბილისი, მიხეილ მესხი
დილა - ჟილინა
15 ივლისი | 21:00
გორი, თენგიზ ბურჯანაძე
© ფოტო: ბათუმის დინამო