კალენდარი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ახალი ამბები

ბათუმის დინამომ დილა ფანცულაიას დუბლით დაამარცხა

 

ბათუმის დინამო 2:0 გორის დილა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის დინამო ისევ გალიდერდა. გია გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე გათამაშების მე-18 ტურში საკუთარ მოედანზე გორის დილა მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ბათუმელებმა სამი ქულა გიორგი ფანცულაიას მიერ შესრულებული დუბლის წყალობით აიღეს. მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის 22-წუთზე გახსნეს, ხოლო ორამდე უპირატესობა კი პირველი ტაიმის მიწურულს გაზარდეს. 

ბათუმის დინამომ 18 ტურის ჯამში 38 ქულა დაააგროვა და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა. ამ დროისთვის მთავარ კონკურენტს შავიზღვისპირელები 3 ქულით უსწრებენ. 

გორის დილა კი 26 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. 

ტორპედო 0:0  სამგურალი

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა მატჩი, რომელიც  ქუთაისში ტორპედოსა და სამგურალს შორის გაიმართა. წყალტუბოელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა დაასრულეს ფრედ და ანგარიშით 0:0. იმერულ დერბიში მოპოვებული ქულის შემდეგ ტორპედოს აქტივში 18 ქულაა და გუნდი გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. წყალტუბოელებმა კი 24 ქულა დააგროვეს და მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. 

თელავი 1:0 შუქურა

ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თელავმა მე-18 ტურში უშუალო კონკურენტთან. თელაველებმა საკუთარ მოედანზე შუქურას უმასპინძლეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ფირუზ მარაქველიძემ 65-ე წუთზე გაიტანა. 

ამ მოგების წყალობით თელავის აქტივში 12 ქულაა. ამ მაჩვენებლით კახელები სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე არიან. ქობულეთის შუქურა კი 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. 

ფოტო : ს.კ. ბათუმის დინამო