კალენდარი

პარასკევი, 24 სექტემბერი

შაბათი, 25 სექტემბერი

ოთხშაბათი, 29 სექტემბერი

ახალი ამბები

ბათუმის დინამომ სამგურალთან ქულები დაკარგა, ლოკომოტივმა ისევ მოიგო

სამგურალი 0:0 დინამო ბათუმი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღე სამგურალისა და ბათუმის დინამოს დაპირისპირებით გაიხსნა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი სტუმრები ამ შეხვედრის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი ქულები მასპინძლებთან გაიყვეს. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0. 

17 ტურის შემდეგ ბათუმის დინამო 35 ქულით თბილისის დინამოსთან ერთად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. სამგურალი კი 23 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

დილა 1:1 თელავი

გამოკვეთილი ფავორიტები იყვნენ გორელები მე-17 ტურის შეხვედრაში  თელავთან, თუმცა ამ დაპირისპირებაშიც მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. მატჩის მე-17 წუთზე სტუმრები შოთა შეყილაძემ დააწინაურა. დარჩენილ დროში მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც გორის დილამ მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა იყო. 42-ე წუთზე წონასწორობა თორნიკე კაპანაძემ აღადგინა.

ამ დროისთვის გორის დილას აქტივში 26 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი გათამაშების ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. თელავი კი 9 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა. 

ლოკომოტივი 3:1 ტორპედო

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის ლოკომოტივმა ტორპედოსთან დაპირისპირებაში. დედაქალაქელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და მეტოქის კარში სამი გოლის გატანაც მოახერხეს. ანგარიში 47-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, უპირატესობა ორამდე 69-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გაზარდა. სტუმრებმა ინტრიგა ცოტა ხნით  მას შემდეგ დააბრუნეს, რაც გიორგი მამარდაშვილის კარი ლაშა ჩალაძემ აიღო, თუმცა მამია გავაშელიშვილმა ტორპედოს მესამე გოლი გაუტანა და სამი ქულის მოპოვების საკითხიც გადაწვიტა.

თბილისის ლოკომოტივმა, რომლის რიგებშიც გურამ კაშიამ ბოლოჯერ ითამაშა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. შედეგად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ტორპედო  კი 17 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.