- კახაბერ ცხადაძე თბილისის დინამოს გაწვრთნის
- გიორგი ნემსაძე სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლებს
თბილისის დინამომ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალი მთავარი მწვრთნელი - კახაბერ ცხადაძე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი, თბილისის დინამოს 2005-06 წლებში წვრთნიდა.
კახაბერ ცხადაძე: ბედნიერები ვართ, რომ დავბრუნდით ამ ძალიან დიდ გუნდში. მეორეს მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დინამო თბილისი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ბრენდია. ჩვენ ამას ვგრძნობთ და ეს პასუხისმგებლობა გათავისებული გვაქვს. ვიცით, რომ ჩვენგან ბევრს ელოდებიან. ძალიან გვინდა, რომ გულშემატკივარს და იმ ხალხს, ვისაც ჩვენი სჯერა, იმედი არ გავუცრუოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორად ვიმუშაოთ და იმ შედეგს მივაღწიოთ, რასაც ჩვენგან ელიან.
კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, შესაბამისად, შეთანხმება მალე მოხდა, გვინდა, რომ ჩვენი დაბრუნება ამ კლუბში წარმატებული იყოს. მთავარია, ფეხბურთელებმა სწორად გაგვიგონ და მალე აუღონ ალღო ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენმა წინამორბედებმა, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მზა გუნდი დაგვახვედრეს.
მოთამაშეები კარგ ფუნქციონალურ მდგომარეობაში არიან. კარგია, რომ გარკვეული ეტაპები გავლილია, რასაც ჩვენს ხედვებს დავამატებთ, იმედია ფეხბურთელები სწრაფად აითვისებენ ყველაფერს და ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რაც ჩვენ გვინდა. სეზონი დაწყებულია, გუნდში დიდი სამუშაოა გაწეული. კარგია, რომ რამდენიმე დღე გვაქვს, რათა ფეხბურთელებს კარგად გავაცნოთ ჩვენი ხედვები, მაქსიმალურად შევეცდებით ერთმანეთს მალე გავუგოთ. რაც მთავარია, ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. მთავარია ეს მუხტი და ემოციები სწორად მივმართოთ და შედეგსაც მივაღწევთ.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი