საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ორი შეხვედრის (ლოკომოტივი - საბურთალო / სამგურალი - დინამო თბილისი) მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე იმსჯელა.
კომიტეტმა განიხილა ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
თბილისის ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს შეხვედრის არბიტრის სიტყვიერი და ფიზიკური შერაცხყოფის გამო, სანქციის სახით დაეკისრა 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
თბილისის დინამოსთან გამართული მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო წყალტუბოს სამგურალი უახლოეს სამ საშინაო შეხვედრას მაყურებლის გარეშე გამართავს. ამასთან ერთად კლუბი 5000 ლარით დაჯარიმდა.
ამავე ინციდენტში მონაწილეობის გამო, თბილისის დინამო მთავარი მწვრთნელის ასისტენტს ლაშა ჭელიძეს სანქციის სახით დაეკისრა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 1200 ლარის ოდენობით.
ახალი ამბები
სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
გორი
კოლხეთი 1913