მოულოდნელად განვითარდა მოვლენები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის დასკვნით სათამაშო დღეს. გათამაშების ლიდერი დინამო თბილისი სტუმრად წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. სოსო ფრუიძის გუნდმა სტუმრებს პირველი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაუტანა. დინამოს კარი სერგო კუხიანიძემ აიღო. მეორე და გამარჯვების მომტანი ბურთი კი შეხვედრის მეორე ნახევარში გიორგი ბუხაიძემ გაიტანა და სამგურალს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. 10 ტურის შემდეგ დინამო თბილისი 22 ქულით ისევ პირველ პოზიციაზეა. წყალტუბოს სამგურალი კი 12 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
ქულები დაკარგა ბათუმის დინამომაც. გია გეგუჩაძის გუნდმა ქუთაისის ტორპედოსთან გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა. ბათუმელებმა ანგარიში 39-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდის მიერ გატანილი ეფექტური გოლით გახსნეს. გარდა გატანილი გოლისა ბათუმელებს ბევრი სახიფათო მომენტი ჰქონდათ, თუმცა ვერცერთი მათგანი გოლად ვერ აქციეს. შეხვედრის მეორე ნახევარში ტორპედომ ლუკა ქაფიანიძის მიერ გატანილი ბურთით ანგარიში გაათანაბრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს.
ამ დროისთვის ბათუმის დინამოს აქტივში 19 ქულაა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა. ტორპედო კი 6 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
იბერია 1999
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო თბ
სამგურალი
სპაერი
დინამო ბთ
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
თელავი
სიონი
გორი