კალენდარი

პარასკევი, 12 ივნისი

შაბათი, 13 ივნისი

კვირა, 14 ივნისი

სამშაბათი, 16 ივნისი

ოთხშაბათი, 17 ივნისი

ხუთშაბათი, 18 ივნისი

ახალი ამბები

საბურთალომ სამტრედიაში მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიქით მოიგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო შეხვედრა საბურთალომ სამტრედიაში 3:2 მოიგო. მე-9 ტურის მატჩში, ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს მიერ გატანილი გოლით გახსნეს.

მე-18 წუთზე სამტრედიამ ირაკლი რუხაძის გოლით წონასწორობა აღადგინა. გაშვებული ბურთის შემდეგ საბურთალომ ისევ მიიღო სათამაშო უპირატესობა, რაც 38-ე წუთზე მოლდოველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ ასახა გატანილ გოლში.

მატჩის მეორე ნახევარი სამტრედიელთა აქტიურობით დაიწყო. 48-ე წუთზე ნათან ჟუნიორმა სტანდარტული გათამაშების შემდეგ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ეს მოცემულობა  მალე შეიცვალა. 52-ე წუთზე სტატუს-ქვო ისევ მანდრიჩენკომ აღადგინა, რომელმაც პირად ანგარიშზე ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. 

9 ტურის შემდეგ საბურთალოს 14 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. სამტრედია კი 4 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.