საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია.
16 აპრილს 16:00 საათზე თბილისის ლოკომოტივი - დინამო თბილისს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა ქორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 42 წლის ფიფას არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი - ბაჰათინ შიმშეკი იქნება.
მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის დილასა და დინამო ბათუმს შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯერად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი, კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე ქორაი გენჩერლერი იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი შუქურასა და თელავს შორის 14:00 საათზე დაიწყება, სამგურალი კი ტორპედოს საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.
სპაერი
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
რუსთავი
იბერია 1999
გაგრა
დინამო ბთ
დილა
ტორპედო
ოდიში 1919
გარეჯი
შტურმი
არაგვი
მერანი მრ
თელავი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913