- დინამო თბილისი 0:1 დინამო ბათუმი
- ბათუმელებმა გიული მანჯგალაძის გოლით მოიგეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის გაიმართა.
მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გიული მანჯგალაძის ულამაზეს დარტყმას მოჰყვა.
უნდა აღინიშნოს, რომ გატანილ გოლამდე ყველაზე სახიფათო მომენტი, ისევ მანჯგალაძეს ჰქონდა. ბათუმელთა მიერ ანგარიშის გახსნას, მასპინძელთა გააქტიურება არ მოჰყოლია. მატჩის მიწურულს მომენტების შექმნა ისევ ბათუმელებმა შეძლეს.
3 ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 4 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. ბათუმის დინამო კი სატურნირო ცხრილს 7 ქულით ლიდერობს.
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
იბერია 1999
დილა
სამგურალი
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი