- ლოკომოტივი 3:2 თელავი
- ლოკომოტივის რიგებში გურამ კაშიას დებიუტი შედგა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში თბილისის ლოკომოტივმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების მცველს გურამ კაშიას, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატთან 11-წლიანი განშორების შემდეგ საფეხბურთო კარიერის გაგრძელება დედაქალაქურ კლუბში გადაწყვიტა.
ლოკომოტივი თელავს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი ირაკლი სიხარულიძემ მატჩის მე-19 წუთზე პენალტით გახსნა, ორამდე ანგარიში ნიკა სანდოხაძემ გაზარდა და შესვენებაზე მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
ინტრიგა დაპირისპირებაში 69-ე წუთზე დაბრუნდა, როცა დავით უბილავამ საკუთარი კარისკენ ჩაჭრა ბურთი და ბადეში მოხვედრამდე გურამ კაშიასაც შეეხო.
74-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა თელავს მესამე გოლი გაუტანა და სამი ქულის საკითხი თითქოს გადაწყვიტა, მაგრამ სამ წუთში რევაზ გოცირიძის გუნმა სხვაობა მინიმუმამდე კვლავ შეამცირა ლაშა შერგელაშვილის ჩინებული საჯარიმო დარტყმით. სტუმრებს გათანაბრების კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო შედეგის შეცვლა ვეღარ შეძლეს.
სპაერი
სამგურალი
იბერია 1999
დილა
დინამო თბ
დინამო ბთ
რუსთავი
მეშახტე
ტორპედო
გაგრა
მერანი მრ
შტურმი
კოლხეთი 1913
თელავი
გარეჯი
სიონი
სამტრედია
ოდიში 1919
არაგვი
გორი