კალენდარი

შაბათი, 20 აპრილი

კვირა, 21 აპრილი

პარასკევი, 26 აპრილი

შაბათი, 27 აპრილი

ოთხშაბათი, 1 მაისი

ახალი ამბები

CRYSYALBET ELIGA AWARDS 2020 | ტრადიციული დაჯილდოება ხვალ ახალი ფორმატით გაიმართება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდობა, წელს პანდემიის შედეგად მიღებული ახალი რეალობის და საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით - ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

გასული სეზონის საუკეთესოები, ხვალ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) საშუალებით გამოვლინდებიან. ასევე, გამარჯვებულების სრულ ჩამონთვალს, ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებითაც შეიტყობთ.

დაჯილდოება ორშაბათს, 28 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ნომინაციებით დაიწყება და სეზონის საუკეთესოების გამოვლენის ეტაპობრივი პროცესი 15:30-მდე გაგრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2020 - წელს ამავე ფორმატით ჩატარდება. სფფ საუკეთესოებს 29 დეკემბერს გამოავლენს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა (ნომინაციები)


ფენტეზის გამარჯვებულები

• სეზონის სიმბოლური გუნდი

• სეზონის საუკეთესო მეკარე

• სეზონის საუკეთესო მცველი

• სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი

• სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი

• სეზონის საუკეთესო ბომბარდირი

• სეზონის საუკეთესო ლეგიონერი

• სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

• სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 (ნომინაციები)
 

• სეზონის საუკეთესო ბომბარდირი

• სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

• სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი