- ტორპედო 1:5 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრა, რომელსაც იმერლები უკვე პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიას მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, საბოლოოდ 1:5 დასრულდა.
ლოკომოტივმა 22-ე წუთზე ანგარიში მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი გოლით გაათანაბრა და ამის შემდეგ სტუმრებმა მეტოქეს კიდევ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ირაკლი სიხარულიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი კი ულად-ომარ იმრანის ანგარიშზეა. დღევანდელ მატჩში გამორჩეული იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც აქტივში სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.
17 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედო 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ლოკომოტივმა კი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 29 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარი მატჩი დედაქალაქურ კლუბს ბოლო ტურში მთავარ კონკურენტ გორის დილასთან ელოდება.
- დილა 4:3 საბურთალო
დრამატული გამოდგა დაპირისპირება, რომელიც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე დილასა და საბურთალოს შორის გაიმართა. ორივე გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძვის. შესაბამისად სამ ქულას მაღალი ფასი ჰქონდა. შეხვედრა საბურთალოს უპირატესობით დაიწყო და 28-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა მასპინძელთა კარში ლოგიკური გოლი გაიტანა. სტუმართა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. დილამ გოლით თბილისურ კლუბს 4 წუთში უპასუხა. ლაზარე კუპატაძის კარი გიორგი ლაცაბიძემ აიღო. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი საბურთალომ კიდევ ერთი გაიტანა. იური ტაბატაძემ თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
ძალიან აქტიურად დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი დილამ. 46-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აღადგინეს წონასწორობა ლიდორ კოენის გოლით. 57-ე წუთზე ბექა ქავთარაძემ ლევან კორღალიძის გუნდი ისევ წინ გაიყვანა. საპასუხო გოლი ამჯერად რომარიკ ეტოუმ შეაგდო. დაპირისპირებაში საკვანძო მომენტი 72-ე წუთზე დადგა. საბურთალოს კარის მიმართულებით კოვტალიუკის მიმართ წესების დარღვევის გამო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც თავად შეასრულა ზუსტად უკრაინელმა ლეგიონერმა და დილას მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოუტანა.
ამ დროისთვის საბურთალოს 24 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს, გორის დილა კი 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და მესამე ადგილის საკითხს ბოლო ტურში ლოკომოტივთან გაარკვევს.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                