კალენდარი

შაბათი, 5 დეკემბერი

ორშაბათი, 30 ნოემბერი

სამშაბათი, 1 დეკემბერი

ოთხშაბათი, 2 დეკემბერი

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი

ახალი ამბები

ჩიხურამ სეზონში მეორე მატჩიც მერანის წინააღმდეგ მოიგო

  • მერანი 1:2 ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში მერანმა უშუალო კონკურენტს, საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და ამჯერადაც დამარცხდა. გიორგი დარასელიას გუნდმა დღევანდელი შეხვედრა კარგად დაიწყო. მატჩის მეოთხე წუთზე რევაზ გეწაძის პასით დავით ბოლქვაძემ დედაქალაქური კლუბი თავურით დააწინაურა. მნიშვნელოვანი გოლის გატანის შემდეგაც მასპინძლებმა დიდხანს ვეღარ შეძლეს აქტიურობა და ბურთის კონტროლი, თუმცა პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მერანი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ორივე გუნდს სამი ქულა ესაჭიროებოდა. შეხვედრის მეორე ტაიმში უფრო მობილიზებული საჩხერის ჩიხურა ჩანდა, რომელმაც 53-ე წუთზე გიორგი ბუხაიძის გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 69-ე წუთზე კი ბუხაიძის ასისტენტმა თენგიზ წიქარიძემ სტუმრები სულაც წინ გაიყვანა. შეხვედრის ბოლო წუთები განსაკუთრებულად რთული ჩიხურასთავის გამოდგა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ზედიზედ ორჯერ შექმნეს ძალიან სახიფათო მომენტი, მაგრამ საჩხერელთა მეკარემ, გიორგი ბეგაშვილმა ორჯერვე იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან. 

16 ტურის შემდეგ მერანის აქტივში ისევ 6 ქულა რჩება და გუნდი ბოლო ადგილზეა. 9 ქულა მოაგროვა საჩხერის ჩიხურამ ამ დროისთვის და გათამაშების ცხრილში მე- 9 პოზიციას იკავებს. თუ ვახტანგ თურმანიძის გუნდმა მერანთან 3-ქულიანი ჰანდიკაპი მომავალ ტურშიც შეინარჩუნა, პრაქტიკულად გაინაღდებს პლეი-აუტში მონაწილეობას.