- ლოკომოტივი 0:2 დინამო თბილისი
- დედაქალაქური დერბი მოქმედმა ჩემპიონებმა მოიგეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის გამოტოვებული შეხვედრა, რომელიც ლოკომოტივსა და თბილისის დინამოს შორის გაიმართა, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
პრინციპული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ტაიმის საწყის წუთებში ლოკომოტივი განსაკუთრებულად აქტიური იყო.
მასპინძლების მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების გათვალისწინებით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გოლის გატანა ჭიაბრიშვილის გუნდისთვის დროის საკითხი იყო, თუმცა ყველა ეპიზოდში, დინამოელთა კიპერი - როინ კვასხვაძე დამაჯერებელი აღმოჩნდა და მეტოქეს კარის აღების საშუალება არ მისცა.
77-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, დინამო დავით სხირტლაძემ დააწინაურა. მის ანგარიშზევეა 83-ე წუთზე გატანილი გოლიც და მორიგი სამი ქულა, რომელიც მოქმედი ჩემპიონებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახლდათ.
ამ დროისთვის ლოკომოტივს 22 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა. 31 ქულა აქვს თბილისის დინამოს და ამ მაჩვენებლით გუნდი სატურნირო ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. უახლოეს მდევარ ბათუმის დინამოს დედაქალაქელები 5 ქულით უსწრებენ.
იბერია 1999
დინამო თბ
ტორპედო
რუსთავი
დილა
დინამო ბთ
სპაერი
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
თელავი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
გორი