COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეიცვალა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრების განრიგი.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩს, ლოკომოტივი - დინამო თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს.
26 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება დინამო ბათუმსა და თბილისის ლოკომოტივს შორის, 26 ნოემბერს გაიმართება.
28 ოქტომბერს დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გასამართი ქართული დერბი ასევე გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.
ტორპედოსა და დინამო ბათუმის შეხვედრა, 3 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს გაიმართება.
ცვლილებებია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარშიც.
28 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩი, შევარდენი 1906-ს და შუქურას შორის 25 ნოემბერს გაიმართება.
რაც შეეხება რუსთავი - შუქურას დაპირისპირებას, 4 ნოემბრის ნაცვლად, შეხვედრა 8 ნოემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი