კალენდარი

შაბათი, 5 დეკემბერი

ორშაბათი, 30 ნოემბერი

სამშაბათი, 1 დეკემბერი

ოთხშაბათი, 2 დეკემბერი

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი

ახალი ამბები

თბილისურ დერბიში დინამომ საბურთალო ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა

  • დინამო თბილისი 3:1 საბურთალო
  • თბილისის დინამომ მორიგი სამი ქულა მოიპოვა და მეორეა დგილზე გადაინაცვლა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გამოტოვებული შეხვედრა, თბილისის დინამომ საბურთალოს წინააღმდეგ დღეს დინამო არენაზე გამართა. მატჩი მასპინძლების აშკარა უპირატესობით დაიწყო. მე-12 წუთზე ანგარიში ნოდარ ქავთარაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. 21-ე წუთზე კი უკვე ქავთარაძის პასით გიორგი პაპავამ მეორე გოლიც გაიტანა და დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ნოდარ ქავთარაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი გატანილი გოლით - დუბლი მიითვალა და სხვაობა 3-მდე გაზარდა. შესვენებამდე მატჩის მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოქმედი ჩემპიონების კაპიტანს, გიორგი პაპავას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მეორე ტაიმში კაცნაკლული დინამო ძირითადად საკუთარი კარის მშრალად შენახვით იყო დაკავებული. რიცხობრივ უპირატესობაში მყოფი საბურთალო მეტად გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ 71-ე წუთზე შეძლო. ამჯერად თერთმეთმეტრიანი დარტყმა გაგი მარგველაშვილმა შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორამდე შეამცირა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო. საჯარიმოში ვიქტორ მონხილის უხეშობას კიდევ ერთი წითელი ბარათი და პენალტი მოჰყვა. როინ კვასხვაძის წინააღმდეგ ამჯერადაც მარგველაშვილი აღმოჩნდა, თუმცა საბურთალოს კაპიტნის დარტყმული ძელმა მოიგერია.

საბოლოოდ თბილისის დინამომ საბურთალო 3:1 დაამარცხა, 25ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. ბათუმის დინამოს დედაქალაქელები ერთი ქულით და ერთი გამოტოვებული შეხვედრით ჩამორჩებიან. საბურთალო კი 20 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.