- საბურთალო 0:0 მერანი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ბოლო სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. დღის პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე საბურთალოსა და მერანს შორის გაიმართა. თემურ შალამბერიძის გუნდმა აუტსაიდერ მერანთან ორი ქულა დაკარგა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მასპინძლებს სამი ქულის მოპოვების კარგი შანსი თამაშის მე-80 წუთზე მიეცათ, მაგრამ ბოუმალის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი სტუმართა მეკარე თევდორაძემ მოიგერია.
11 ტურის შემდეგ საბურთალოს 20 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო მერანი კი 5 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
- დილა 0:0 თელავი
გატანილი გოლების გარეშე დასრულდა დღეს გამართული მეორე შეხვედრაც. გორის დილამ საკუთარ მოედანზე თელავი მიიღო და იმის მიუხედავად რომ ორივე გუნდის კართან მრავლად იყო სახიფათო მომენტები, გოლის გატანამდე საქმე არ მისულა.
ამ დროისთვის გორის დილას 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. 14 ქულა აქვს თელავს და მეექვსე პოზიციას იკავებს.
- ტორპედო 2:1 სამტრედია
მე-11 ტურის ბოლო დაპირისპირება ქუთაისში გაიმართა, სადაც იმერულ დერბიში ერთმანეთს ტორპედო და სამტრედია დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა პრინციპული მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს. მასპინძელთა მხრიდან გოლები ოლეგ მამასახლისმა (პენალტით) და ზაზა ციცქიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ნიჯატ ყურბანოვმა გაიტანა 11-მეტრიანი დარტყმით.
11 ტურის შემდეგ ტორპედოს აქტივში 12 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა. სამტრედია 9 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
ფოტო: ს.კ. საბურთალო