- დილა 3:1 ტორპედო
- გიორგი ნემსაძის გუნდმა სპანდერაშვილისა და მარკოზაშვილის გოლებით მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტური გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირებით დასრულდა. სტუმრებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო - ანგარიში მატჩის 22-ე წუთზე გიორგი ივანიშვილის მიერ გატანილი გოლით გაიხსნა, თუმცა ქუთაისელთა უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 26-ე წუთზე ტორპედოს კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ნუგზარ სპანდერაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს. 58-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძის საგოლე გადაცემის შემდეგ ნუგზარ სპანდერაშვილმა დუბლი მიითვალა. შეხვედრაში საბოლოო შედეგი თეიმურაზ მარკოზაშვილმა მატჩის მიწურულს დააფიქსირა. დილამ ტორპედო 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
10 ტურის შემდეგ დილა ლიდერ ბათუმის დინამოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. გორელებს თბილისის დინამოს და საბურთალოს მსგავსად 19 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებენ. ტორპედო 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
დილა
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
სიონი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ