- ჩიხურა 2:8 საბურთალო
- ბექა ქავთარაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთრიკი შეასრულა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრა საბურთალომ დიდი ანგარიშით მოიგო. თემურ შალამბერიძის გუნდმა ჩიხურა გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა.
შეხვედრის დებიუტში ანგარიში დაჩი ცნობილაძემ გახსნა, რასაც მეათე წუთზე ელვინ ტერას გოლი მოჰყვა. მე-14 წუთზე ბესო დეკანოიძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ბექა ქავთარაძემ ჰეთრიკის შესრულება მოასწრო, ერთი გოლი კი ჯეროენ ლუმუმ გაიტანა და სტუმრები შესვენებაზე ხუთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
მატჩის მეორე ნახევარში საბურთალომ კიდევ ორი გოლი გაიტანა. დუბლი შეასრულა ელვინ ტერამ. მერვე გოლი კი გუნდის კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა შეაგდო. მასპინძელთა მხრიდან მეორე გოლი თამაშის ბოლო წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ გაიტანა.
10 ტურის შემდეგ საბურთალომ 19 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა. ჩიხურა კი 5 ქულით მეცხრე ადგილზეა.
სპაერი
იბერია 1999
სამგურალი
რუსთავი
ტორპედო
დილა
დინამო ბთ
დინამო თბ
მეშახტე
გაგრა
შტურმი
გარეჯი
ოდიში 1919
მერანი მრ
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
არაგვი
სამტრედია
გორი