- ლოკომოტივი 1:1 თელავი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ბოლოსწინა დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ლოკომოტივსა და თელავს შორის გაიმართა. გუნდებმა ორივე ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში ითამაშეს. იყო ბევრი სახიფათო მომენტი როგორც ერთი ისე მეორე გუნდის კარში, მაგრამ ამის მიუხედავად შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მატჩის 61-ე წუთზე მასპინძლებმა გიორგი გაბაძის მიერ გატანილი გოლით ანგარიშიც გახსნეს. გიორგი ჭიაბრიშვილი ახლოს იყო პირველი თამაშის მოგებასთან, თუმცა თამაშის 81-ე წუთზე ლოკომოტივის კარში დანიშნულმა პენალტმა მოცემულობა შეცვალა. ირაკლი რუხაძემ მამარდაშვილის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.
7 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე6 ადგილზეა. თელავი კი 10 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
- სამტრედია 0:4 დინამო თბილისი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში სამტრედია საკუთარ არენაზე თბილისის დინამოს დაუპირიაპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. დედაქალაქურმა კლუბმა მასპინძელთა კარში ოთხი გოლის გატანა შეძლო ისე რომ საკუთი კარი მშრალად შეინახა. შეხვედრაში დუბლი შეასრულა ნოდარ ქავთარაძემ, ხოლო თითო გოლი კი თორნიკე კაპანაძემ და პერნამბუკომ გაიტანეს.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ თბილისის დინამოს აქტივში 13 ქულა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. კახა ჩხეტიანის გუნდი ლიდერ გორის დილას ამ დროისთვის ერთი ქულით ჩამორჩება. სამტრედიას ამ დროისთვის 8 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი