- ტორპედო 0:0 თბილისის დინამო
- თბილისის დინამომ ქუთაისში ორი ქულა დაკარგა და მეორე ადგილზე რჩება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ქუთაისში უძველესი ქართული დაპირისპირებით დასრულდა. ტორპედოსა და დინამოს შორის გამართული 76-ე მატჩიც ისეთივე პრინციპული იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ დღეს დედაქალაქელებისთვის შედეგი სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იყო. ჩხეტიანის გუნდს ლიდერობის შესანარჩუნებლად სამი ქულის მოპოვება სჭირდებოდა.
კახა ჩხეტიანმა და კამპანიამ მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ტორპედოს ფეხბურთელები კარგად იცავდნენ თავს შეტევებისგან და დროდადრო თავადაც აწუხებდნენ ყოფილ კაპიტანსა და ამჟამად სტუმართა გოლკიპერს, როინ კვასხვაძეს, რომელიც ივან ბობკოს სახიფათო დარტყმისას ხარიხამ გადაარჩინა.
კარგად ჩანდა, რომ ტორპედოსთვის ფრეც სავსებით მისაღები შედეგი იყო, თუმცა ვერც იმას იტყოდი, მეტოქის კარზე თვალი არ ეჭირაო.მატჩის 69-ე წუთზე ფიფას არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ერთბაშად ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან. ქიმაძისა და გრიგალაშვილის შეჯახებას მათ შორის არასასიამოვნო შელაპარაკება მოჰყვა, რის გამოც მსაჯმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა და გუნდები მოედანზე 10-კაციანი შემადგენლობებით დატოვა.
დღეს მოპოვებული ქულით ქუთაისის ტორპედომ 5 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში კვლავ მეშვიდე ადგილზეა, აქამდე ლიდერი თბილისის დინამო კი 9 ქულით მეორე პოზიციას დასჯერდა.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი