- დინამო თბილისი 4:0 ლოკომოტივი თბილისი
- დინამომ ზედიზედ მეორე თბილისური დერბი მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალოს დამარცხების შემდეგ ლოკომოტივსაც დიდი ანგარიშით მოუგო. მეოთხე ტურის შეხვედრაში, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. დინამოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას ყველა კომპონენტში, თუმცა ანგარიშის გახსნა მხოლოდ 62-ე წუთზე მოახერხეს.
გოლი შორეული დარტყმით დავით კობოურმა გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა რიგებში მორიგი უხეშობისთვის დავით უბილავა გააძევეს და ათკაციან მეტოქესთან გამკლავება მასპინძლებს კიდევ უფრო გაუადვილდათ. ორამდე ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გაზარდა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა.
მე-80 წუთზე ლეგიონერ პერნამბუკოს მართებდა თავის გამოჩენა, მაგრამ თორნიკე კირკიტაძეს დასწრებაზე საკუთარ კარში ჩაეჭრა ბურთი - 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. ბრაზილიელმა მაინც გაიტანა ეროვნულ ლიგაში პირველად და ჩემპიონმა დედაქალაქური დერბი 4:0 მოიგო.
4 ტურის შემდეგ დინამო 8 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება, 7-ქულიანმა ლოკომოტივმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
თელავი
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი