- ლოკომოტივი 1:1 მერანი
- მატჩს მერანი იგებდა, თუმცა 76-ე წუთზე შონიამ გაათანაბრა
სოსო ფრუიძის გუნდი აღნიშნულ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას სტატუსი ვერ გაამართლა. მატჩის პირველ ნახევარში მერანის ფეხბურთელები მასპინძლებს სერიოზულ უხერხულობას უქმნიდნენ და ერთადერთი რეალური საგოლე მომენტიც მათ შექმნეს.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში მერანის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და მე-60 წუთზე გიორგი დარასელიას გუნდმა ანგარიშიც გახსნა. ლუკა შეროზიას კარი იაგო დეისაძემ აიღო.
გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომოტივი მეტად გააქტიურდა და 76- ე წუთზე ანგარიში თეიმურაზ შონიას გოლით გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე სტუმრებს თამაშის მოგების კარგი შანსი მიეცათ. ბექა გაბისკირიას დარტყმული ძელს მოხვდა.საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულა. გუნდებმა ქულები გაიყვეს.
3 ტურის შემდეგ ლოკომოტივის აქტივში 7 ქულაა და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. 3 ქულა აქვს მერანს რომელიც გათამაშების ცხრილში მე7 პოზიციაზე იმყოფება.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი