კალენდარი

კვირა, 12 ივლისი

ხუთშაბათი, 16 ივლისი

პარასკევი, 17 ივლისი

შაბათი, 18 ივლისი

კვირა, 19 ივლისი

ხუთშაბათი, 23 ივლისი

პარასკევი, 24 ივლისი

შაბათი, 25 ივლისი

ახალი ამბები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა საბურთალო - დინამო თბილისის შეხვედრით განახლდება

  • განმეორებითმა PCR ტესტებმა უარყოფითი შედეგები აჩვენა
  • კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა სტადიონს დეზინფექცია უტარდება
  • მესამე ტურის ყველა მატჩის ხილვა გულშემატკივარს Silk TV-ის პირდაპირ ეთერში და ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლება

იძულებითი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დღეს 25 ივნისს მესამე ტურით განახლდება. პირველ მატჩს საბურთალოსა და თბილისის დინამოს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 
სავალდებულო კარანტინის შემდეგ 25 ივნისს გასამართი მატჩების მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს, ასევე მატჩების მომსახურე მსაჯებს განმეორებითი PCR ტესტები უკვე ჩაუტარდათ და Covid-19-ზე ყველა შედეგი უარყოფითია.

ეროვნული ლიგის განახლებამდე მატჩების მასპინძელ ყველა  სტადიონს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ელექსირს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე ათივე კლუბს გადაეცა სადეზინფექციო საშუალებები, რომლის საშუალებითაც მოხდება სტადიონის ტერიტორიის დასუფთავება.

დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბებმა მატჩის ორგანიზება იმ პროტოკოლის საფუძველზე უნდა უზრუნველყონ, რომელიც მათ თითოეული ტურის დაწყებამდე ეგზავნებათ:

„რეგულაციები, რომლის შესაბამისადაც მოხდება მატჩების ორგანიზაება, დაფუძნებულია შესაბამისი უწყებების რეკომენდაციებზე. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მატჩებზე არ დაიშვებიან გულშემატკივრები, ასევე შეზღუდულია მედიის წარმომადგენლთა რაოდენობა. რაც შეეხება უშუალოდ კლუბებს,  ლიმიტირებულია კლუბების ოფიციალური პირების რაოდენობაც. შესაბამისად, მიქს ზონასა და გასახდელებში მოხვდებიან მხოლოდ ის ფეხბურთელები, ვისაც გავლილი აქვს ორჯერადი Covid ტესტირება და იმყოფებოდნენ კარანტიში.“

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის ყველა მატჩი Covid-19-ის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა და ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა მატჩი Silk TV-ს საშუალებით გადაიცემა. მატჩების პირდაპირ ეთერში ყურება ასევე შესაძლებელია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვერ-გვერდზე: www.eliga.ge.

🗓 კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კალენდარი