11 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია "ინოლაბს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, კომპანია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე კლუბს სადეზინფექციო საშუალებებსა და მოწყობილობებს გადასცემს. ამასთან ერთად ყველა მატჩის წინ მასპინძელი სტადიონი "ელექსირის" სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელი დავით მუჯირმა მოაწერა, კომპანია "ინოლაბის" მხრიდან კი, დირექტორმა პაპუნა პაპიაშვილმა.
კომპანია „ ინოლაბი“ ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ეკომეგობრული პროდუქციის წარმოებაში საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიტაკებს: ISO 9001; ISO 22 000 და Q ხარისხის ნიშანს. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული რობერტ კოხის ინსტიტუტის ჰიგიენის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის თანახმად სადეზინფექციო საშუალება "ელექსირი" წარმატებით გამოიყენება Covid 19-ის საწინააღმდეგო საშუალებად.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი