კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების COVID-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა. სავალდებულო ტესტირების ფარგლებში შემოწმება 340-მა ადამიანმა გაიარა. მატჩის განაცხადში შემავალ ოფიციალური პირების ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შესახებ კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივნამა დავით მუჯირმა გააკეთა:
"ეროვნული ლიგის 10-ვე კლუბმა Covid 19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი გუშინ დაასრულა. საბედნიეროდ, ყველა ტესტირებული პირის პასუხი არის უარყოფითი და გუნდები უკვე გადავლენ შეკრებაზე. 14 დღიანი შეკრების შემდეგ, ეროვნული ლიგის განახლებამდე ყველა მათგანი განმეორებით ტესტირებას გაივლის.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება. მოთამაშეების მსგავსად შეკრებაზე გადადიან ის მსაჯებიც, რომლებიც კრისტალბერთ ეროვნული ლიგის მატჩებს ემსახურებიან. ყველა მათგანს პირველი ტესტირება უკვე ჩაუტარდა და შეკრებას ლაგოდეხში სფფ-ს ბაზაზე გაივლიან."
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებული კალენდარი იხილეთ ბმულზე.
© ფოტო - ს.კ საბურთალო
იბერია 1999
დილა
დინამო თბ
ტორპედო
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მერანი მრ
მეშახტე
ლოკომოტივი
სამტრედია
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ