- ჩიხურა 0:3 ტორპედო | 2017 წლის სეზონი
- გრიგოლ დოლიძის ბრწყინვალე დუბლი ჩიხურას წინააღმდეგ
2017 წლის 2 ივნისს, კახა ჩხეტიანის ქუთაისის ტორპედომ მე-16 ტურის მატჩი ივანწიმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ითამაშა და იმერული დერბი გასვლაზე დამაჯერებლად - 3:0 მოიგო.
ქუთაისელები შეხვედრას ერთბურთიანი სხვაობით იგებდნენ, როდესაც მეორე ტაიმის სტარტზე გრიგოლ დოლიძემ ჩიხურას საოცარი გოლი გაუტანა, რომელიც შემდეგ სეზონის საუკეთესოდ აღიარეს!
მარჯვენა ფლანგიდან გატანილ გოლს, დოლიძემ დაახლოებით 15 წუთში მეორე ულამაზესი გოლი დაუმატა და საოცარი დუბლის გაფორმება შეძლო. სეზონის ბოლოს, 34-ე ტურში გრიგოლ დოლიძემ კვლავ შეძლო დინო ჰამზიჩის კარის აღება, თუმცა ამჯერად უკვე შედარებით ორდინალური გოლით.
რუსთავი
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სიონი
არაგვი
სამტრედია
მერანი მრ
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913