ზუსტად 30 წლის წინ - 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით მატჩში ერთამანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
თბილისის იბერია 0:1 ფოთის კოლხეთი
გოლი: გელა კეტაშვილი (საკუთარ კარში)
იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე