- ჩიხურა 1:3 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის ლოკომოტივი ასპროცენტიანი შედეგიანობით ასპარეზობს. ლევან კორღალიძის გუნდმა მეორე ტურშიც მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. დედაქალაქელებმა მიმდინარე ტურში საჩხერის ჩიხურა ანგარიშით 3-1 დაამარცხეს. მატჩში, პირველი ტურის მსგავსად ლოკომოტივის რიგებში დუბლი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა, ხოლო ავტოგოლი გოდერძი მაჩაიძემ გაიტანა. ნომინალური მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი კორიფაძე გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად.
- სამტრედია 1:0 ტორპედო
მეორე ტურის შეხვედრაში პირველი სამი ქულა მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დაწინაურებულმა სამტრედიამ. კახი კაჭარავას გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედო მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩის მე-13 წუთზე ქუთაისელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ნიჯატ ყურბანოვმა შეასრულა. ტორპედომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და თან ისე რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
- მერანი 0:0 საბურთალო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტმა თბილისის მერანმა გათამაშების კიდევ ერთ ფავორიტს დააკარგვინა ქულები. ბათუმის დინამოსთან დაფიქსირებული ფრის შემდეგ გიორგი დარასელიას გუნდმა მორიგი საყაიმო ანგარიში საბურთალოსთან მატჩში დააფიქსირა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორი ტურის შემდეგ მერანი ორი ქულით გათამაშების ცხრილის მეხუთე საფეხურზეა, ხოლო საბურთალო კი 4 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
სამგურალი
დინამო ბთ
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
სიონი
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ