კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

თბილისურმა გუნდებმა მოიგეს, ტორპედო ქუთაისში დილასთან დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში 2018 წლის ჩემპიონმა - თბილისის საბურთალომ მიხეილ მესხზე ჩიხურას უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ჩიხურას გიორგი კორიფაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი საბურთალოელთა მარჯვენა მცველმა - იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის 74-ე წუთზე ლევან ყენიას პასით გიორგი გაბედავამ გაიტანა და საკუთარ კლუბს სეზონში პირველი 3 ქულა მოუტანა.

თბილისის ლოკომოტივმა პირველ ტურში სამტრედიას უმასპინძლა და პირველივე ტურში თბილისელებმა 3 ქულის მოპოვება შეძლეს.

შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი დარტყმით, სამტრედიელთა ახალწვეულმა - გიორგი ილურიძემ გახსნა. რასაც დათო კირკიტაძის გოლი და ირაკლი სიხარულიძის დუბლი მოჰყვა.

სიხარულიძემ ოდნავ განსხვავებული, თუმცა ილურიძის გოლის თითქმის იდენტური გოლი გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ქუთაისის ტორპედომ პირველი ტურის მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე - გორის დილას წინააღმდეგ ჩაატარა და 2 ბურთიანი სხვაობით - 2:0 დამარცხდა.

დილადან გოლები ნუგზარ სპანდერაშვილმა და კლუბის მალაველმა ლეგიონერმა - ფრანცისკო მადინგამ გაიტანეს, რომელმაც მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.