- დინამო თბილისი 0:1 საბურთალო
- 0:1 - გიორგი კოხრეიძე (პენ/14)
23 თებერვალს მიხეილ მესხი 2-ზე სლავა მეტრეველის სახელობის 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისური კლუბები, საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი და საბურთალო დაუპირისპირდნენ.
მატჩი საბურთალოელთა უპირატესობით წარიმართა და სტადიონზე შეკრებილმა 3000-მდე გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა. საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მატჩის ერთადერთი გოლი კი, მე-14 წუთზე გავიდა - გიორგი კოხრეიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს არსებობის ისტორიაში პირველი სუპერთასი მოაგებინა.
სუპერთასის მატჩის დასრულების შემდედ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს კუთვნილი თასი და 50,000 ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა - ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.
დინამო თბილისი: კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ქარდავა, კუხიანიძე, პაპავა, ორშულა, ბენიო, ბუღრიძე (66' ახვლედიანი), ტრუბოჩკინი (46' იაშვილი), ნინუა (74' კუცია)
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
საბურთალო: ლ. კუპატაძე, ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი (81' ცნობილაძე), ტერა, გოშთელიანი (70' ყენია), ლუმუ, კოხრეიძე (90+5' ჭიჭინაძე), გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, გ. ელიკაშვილი, ქ. გაიპარაშვილი, ი. კვირიკაშვილი, ა. აფციაური, ლ. ვარამიშვილი
მიხეილ მესხი 2-ზე გამართული სუპერთასის მატჩით საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი დაიწყო. 29 თებერვალს კი, დინამოსა და თელავის მატჩით ეროვნული ლიგა განახლდება. მატჩი თბილისის "დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
სამგურალი
ტორპედო
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
სიონი
არაგვი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913