- ბათუმელებმა ახალწვეულები წარადგინეს
- გუნდი ზამთრის მეორე შეკრებაზე გაემგზავრა.
ბათუმის დინამომ გუნდის ახალწვეულები წარადგინა - რეინალდო (ბრაზილია), ვაგნერ გონსალვეში (ბრაზილია), მათე ცინცაძე (საქართველო), იჰორ ლევჩენკო (უკრაინა), გოდფრი ობოაბონა (ნიგერია) და ჟულიო ვინისიუსი (ბრაზილია) ოფიციალურად დინამო ბათუმის ფეხბურთელები არიან.
მოთამაშეთა წარდგენის შემდეგ, ბათუემელები ზამთრის მეორე შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრნენ. 11 დღიანი შეკრების ფარგლებში გუნდი ორჯერადი ვარჯიშებით დაიტვირთება და 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავს. დინამოელები ზამთრის შეკრებაზე 23 თებერვლამდე დარჩებიან.
ბათუმის დინამო შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა
მეკარეები: მიხეილ ალავიძე, იგორ ლევჩენკო, ლუკა ხარატიშვილი.
მცველები: ლევან გეგეჭკორი, კიჭი მელიავა, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა ჩალაძე, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გოდფრი ობოაბონა, ვაჟა ფაცაცია.
ნახევარმცველები: ბენჟამინ ტეიდი, გიული მანჯგალაძე, მათე ცინცაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ვაკო თევდორაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ჟულიო ვინისიუსი.
თავდამსხმელები: ფლამარიონ ჯოვინო, ნიკა საბანაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ვაგნერ გონსალვეში, რეინალდო დოს სანტოს სილვა.
იბერია 1999
ტორპედო
რუსთავი
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
დილა
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
თელავი
შტურმი
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი