- საიხლეები ტორპედოში
- "ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ..."
ქუთაისის ტორპედოს სამომავლო გეგმებზე, გუნდის ახლმა პრეზიდენტმა და ახლამა მწვრთნელმა - ფაბიო მანინომ და მიხეილ აშვეთიამ ისაუბრეს.
ფაბიო მანინო (ტორპედოს პრეზიდენტი): "მოლაპარაკებები ტორპედოს შეძენასთან დაკავშირებით სამი თვის წინ დავიწყეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. სამწუხაროდ, სეზონის დაწყებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და სათანადოდ დაკომპლექტება გაგვიჭირდება. ვესაუბრე მწვრთნელებს, გუნდს არსებული რესურსიდან გამომდინარე დავაკომპლეტებთ და სეზონს დავიწყებთ, მერე კი, ეტაპობრივად, უფრო გავძლიერდებით."
"ჩემს პარტნიორებთან ერთად ბიზნეს გეგმაზე ვმუშაობ, რომელსაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წარმოგიდგენთ. ვაპირებ ინფრასტრუქტურის მოწყობას - ბაზა აუცილებლად გაუმჯობესდება, იქნება საცურაო აუზი და ბევრი სხვა რამ - ამას თქვენი თვალით მალე ნახავთ! რაც შეეხება სტადიონს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობამ მითხრა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია თანხები და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები."
მიხეილ აშვეთია (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): "მინდა მილოცვით დავიწყო - გილოცავთ ტორპედოს გადარჩენას. ამდენი ნეგატიური ამბის შემდეგ ეს მართლაც სასიხარულო რამაა. პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მცირე დრო გვაქვს და ყველამ უნდა ვეცადოთ."
"პირველ მარტს კონკურენტუნარიანი გუნდით შევხვდეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართველ ფეხბურთელებთან, გავდივართ კონსულტაციებს ლეგიონერებთან დაკავშირებით... რომ გითხრათ, პირველ მარტს 100%-ით მომზადებულები შევხვდებით, ტყუილი გამომივა, მაგრამ ბირთვს ჩამოვაყალიბთ და, როგორც უკვე ითქვა, ეტაპობრივად გუნდს უფრო განვავითარებთ."
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ