კალენდარი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

ორშაბათი, 2 დეკემბერი

ახალი ამბები

'ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი' - საბურთალოს გია ცეცაძე გაწვრთნის

  • თბილისელებმა ახალი მწვრთნელი წარადგინეს
  • გია ცეცაძემ საბურთალოსთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი...

საბურთალოს ხელმძღვანელებმა - პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე წარუდგინეს. პრესკონფერენცია, ბენდელას სტადიონის მედია ოთახში გაიმართა.

კახა კაშია (აღმასრულებელი დირექტორი): “მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და ახალ წელს, ბედობასა და შობას მოგილოცავთ. წარმატებული წელი გქონოდეთ. სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წელია, 2020-ში დიდ გამარჯვებებს გისურვებთ. ახალ წელს სიახლით ვხვდებით - გვყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი წარგიდგენთ”.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (პრეზიდენტი): “მაქვს პატივი წარგიდგინოთ “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული სპეციალისტი - გია ცეცაძე. მასთან 3 წლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. მჯერა, გია ახალ ბიძგს მისცემს “საბურთალოს” განვითარებას. ვიტყვი, რომ ცეცაძე თავის სახლში დაბრუნდა - წლების წინ იგი სწორედ ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს ხელმძღვანელობდა და სწორედ “საბურთალოდან” დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა.

გია ცეცაძე (მთავარი მწვრთნელი): “ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სახლში დავბრუნდი. მიხარია, რომ პროგრესირებად და წარმატებულ კლუბში ვიმუშავებ. “საბურთალო” სახეა ქართული ფეხბურთის, მინდა მას წარმატებები მოვუტანო. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, კლუბის ხელმძღვანელები ყველანაირად გვერდში მიდგანან. იმედი მაქვს, ერთობლივად წინსვლას გავაგრძელებთ. თუ საკლუბო დონეზე სადმე მუშაობას ვისურვებდი, ეს მხოლოდ “საბურთალო” იყო.