კალენდარი

პარასკევი, 22 ნოემბერი

შაბათი, 23 ნოემბერი

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

ახალი ამბები

თბილისის დინამომ სატურნირო ცხრილში სტატუს-კვო აღადგინა!

რუსთავი 0:2 თბილისის დინამო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე თბილისის დინამო ისევ გალიდერდა. უახლოეს მდევარ, ბათუმის დინამოსთან დედაქალაქელებს ისევ ორქულიანი უპირატესობა აქვთ. 34-ე ტურის შეხვედრაში ფელის ვისენტეს შეგირდები აუტსაიდერ რუსთავს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მძიმე ბრძოლაში  2-0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი გუნდებმა პრაქტიკულად თანაბარ ბრძოლაში ჩაატარეს. მასპინძლები კარგად ახერხებდნენ დინამოელთა შეტევების მოგერიებას, თუმცა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. ანგარიში აღნიშნულ დაპირისპირებაში ნოდარ ქავთარაძემ 76-ე წუთზე ცვლილებეზე შემოსული გიორგი ზარიას გადაცემის შედეგად გახსნა. მატჩის მიწურულს გატანილი გოლით თავი ასევე ცვლილებაზე შესულმა მიხაილო შიშკამ გამოიჩინა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. 

34 ტურის შემდეგ თბილისის დინამო სატურნირო ცხრილში 69 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო რუსთავი კი 37 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. 

საბურთალო 3:1 ვიტ ჯორჯია

დღესვე გაიმართა შეხვედრა ლიდერთა სამეულში მყოფმა საბურთალომ, რომელიც ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქე მარტივად დაამარცხეს - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სამი გოლი გაიტანა.

გატანილი ბურთებით თავი გიორგი კოხრეიძემ და გიორგი გაბედავამ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა. ვიტ ჯორჯიამ თამაშის მიწურულს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ზურაბ მუსელიანმა საბურთალოს კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო. 

ამ დროისთვის საბურთალოს 64 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე, ხოლო ვიტ ჯორჯია კი 20 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.