კალენდარი

პარასკევი, 18 ოქტომბერი

შაბათი, 19 ოქტომბერი

კვირა, 20 ოქტომბერი

კვირა, 27 ოქტომბერი

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

ახალი ამბები

უგოლო ფრე ტურის ცენტრალურ მატჩში - ბათუმის დინამო ისევ ლიდერია!

საბურთალო 0:0 თბილისის დინამო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დასკვნითი სათამაშო დღე  სამი შეხვედრით დასრულდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ბუნებრივია იქცევდა მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საბურთალო და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ.

რომელიმე გუნდის გამარჯვება რადიკალურად შეცვლიდა სატურნირო მდგომარეობას, თუმცა აღნიშნულ თამაშში დაფიქსირებულმა ფრემ, მოცემულობა უცვლელი დატოვა. შეხვედრა საბურთალოელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მიერ შექმნილ მომენტები წარმატებულად მოიგერია დინამოელთა ესპანელმა გოლკიპერმა. მეორე ტაიმში სტუმრებსაც ჰქონდათ რამდენიმე  ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა.

32 ტურის შემდეგ საბურთალოს 61 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო თბილისის დინამო 62 ქულით მეორე ადგილზეა. 

რუსთავი 2:0 ტორპედო

32-ე ტურის ბოლო სათამაშო დღის პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ვარლამ კილასონიას გუნდმა ქუთაისის ტორპედო 2-0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მატჩის დებიუტში ქუთაისელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ბექა ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა, ხოლო 83-ე წუთზე გიორგი ლაცაბიძემ მასპინძელთა უპირატესობა 2-მდე გაზარდა. 

ამ დროისთვის რუსთავს 37 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო 40 ქულით მე-5 ადგილზეა. 

ლოკომოტივი 1:0 დილა

  ტურის დასკვინითი მატჩი ლოკომოტივსა და გორის დილას შორის შედგა. დაპირისპირებაში გამარჯვებულის ბედი ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 49-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ გაიტანა.

ლოკომოტივმა დღეს მოპოვებული სამი ქულით დიდი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ მიმდინარე სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულოს. 

32 ტურის შემდეგ ლოკომოტივი 46 ქულით მე-4 ადგილზე, გორის დილა კი 38 ქულით მე-6 პოზიციაზე.